Andersen Georgia-ს საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდი მიესალმება ჩვენს გუნდს შემოერთებულ ახალ საგადასახადო ექსპერტებს, რომელთა დახმარებითაც იზრდება ჩვენი კომპანიის შესაძლებლობები.
Andersen Georgia-ს საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდს შემოუერთდნენ ლაშა ადამაშვილი და გიორგი ხანჯალიაშვილი. მათი მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება საგადასახადო სამართალსა და საგადასახადო დავების გადაწყვეტაში დაგვეხმარება ჩვენი კლიენტებისთვის გამორჩეული მომსახურების გაწევაში.
ლაშა ადამაშვილი Andersen Georgia-ს შემოუერთდება როგორც საგადასახადო გუნდის ხელმძღვანელი. ლაშა ჩვენს გუნდს შემატებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგადასახადო სამართალში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც შეიძინა შემოსავლების სამსახურში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის, სასამართლო დავების სამმართველოს ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში.
გიორგი ხანჯალიაშვილმა, რომელიც აქამდე იკავებდა უფროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციას დიდი ოთხეულის ერთ-ერთ აუდიტორულ ფირმაში, გადაწყვიტა Andersen Georgia-ს შემოუერთდეს როგორც საგადასახადო მენეჯერი. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელში მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილებით, გიორგი ჩვენს გუნდს გამორჩეულ პერსპექტივას შემატებს. გიორგი, როგორც საგადასახადო სამართლის ლექტორი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, თავის ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობებსაც უზიარებს.
„მოხარული ვართ, ლაშა ადამაშვილი და გიორგი ხანჯალიაშვილი მივიღოთ Andersen Georgia-ს საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდში,“ ამბობს გიორგი სვანაძე, კომპანიის მმართველი პარტნიორი. „მათი გამორჩეული უნარები და შემართება უსათუოდ დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს სტრატეგიულ განვითარებაში, ვინაიდან ჩვენი მიზანია, გავხდეთ საგადასახადო, იურიდიული, საბუღალტრო და საშემფასებლო მომსახურების ლიდერი საქართველოში. Andersen-ში გვჯერა, რომ გამორჩეული მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას სწორედ გამორჩეული პროფესიონალები იძლევიან. ამიტომ, ჩვენი გუნდის პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ სან ფრანცისკოს უნივერსიტეტთან, რათა ჩვენს თანამშრომლებს პროფესიული განვითარების უნიკალური შესაძლებლობები შევთავაზოთ. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს საგადასახადო სამართლისა და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში. ამასთან, Andersen Global-ის საერთაშორისო მივლინების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ჩვენს თანამშრომლებს საერთაშორისო გამოცდილება შეიძინონ ჩვენი გლობალური ქსელის სხვადასხვა ოფისებში მუშაობის გზით. ლაშასა და გიორგის ჩვენს გუნდში შემოერთება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს გადაწყვეტილებას, გავზარდოთ ჩვენი პრაქტიკა და დავიკავოთ გამორჩეული ადგილი როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.“
Andersen Georgia მოხარულია ჩვენს გუნდში ლაშა ადამაშვილისა და გიორგი ხანჯალიაშვილის შემოერთებით. ისინი შეუფასებელ ცოდნასა და გამოცდილებას შემატებენ ჩვენს კომპანიას, რათა კლიენტებს უმაღლესი დონის მომსახურება გავუწიოთ.
Andersen Georgia-სა და მის მიერ შემოთავაზებული სერვისების თაობაზე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს ან დაგვიკავშირდეთ.