მომსახურება

ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვა და ფინანსების მართვა

ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებაში. სწორი და დროული აღრიცხვა აუცილებელი წინაპირობაა ჯეროვანი სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღებისთვის, ასევე, სათანადო ბუღალტერიის ქონა უმნიშვნელოვანესია საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ ფინანსურ (ბუღალტრულ) აღრიცხვასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მომსახურება.
https://andersen.ge/wp-content/uploads/2022/12/tax-service-1.png
https://andersen.ge/wp-content/uploads/2019/04/img-team-2.png

ჩვენი სერვისები

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების, საგადასახადო და ფინანსური ფუნქციების სრული აუთსორსინგი

  • ტრანზაქციების აღრიცხვა სპეციალურად მორგებულ აღრიცხვის სისტემებში.
  • სააღრიცხვო პერიოდების დახურვა და პერიოდის ბოლოს მმართველობითი ანგარიშების მომზადება.
  • ყველა საგადასახადო დეკლარაციისა და ფორმის მომზადება და წარდგენაში დახმარება.
  • წლიური ანგარიშგების მომზადება.
  • ხელფასის გაანგარიშება და მცირე საგადასახადო რჩევები.

არასრული ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა

  • გამოტოვებული სააღრიცხვო ჩანაწერების დაზუსტება.
  • დაკარგული დოკუმენტებისა და სააღრიცხვო ჩანაწერების აღდგენა.
  • მოგება-ზარალის და ბალანსის ანგარიშების მომზადება

ბიუჯეტირება და საბიუჯეტო კონტროლი

  • დეტალური და კრებსითი ბიუჯეტის მომზადება.
  • ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების წარმოება, განსხვავებების ანალიზი და მოქნილი ბიუჯეტირება.

ფინანსური მდგომარეობის შეფასება

  • ფინანსური ანგარიშგების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანალიზი.
  • ფინანსური კოეფიციენტების გამოთვლა და საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასება.

ფინანსური ანგარიშგების მომზადება

  • სააღრიცხვო წლის დახურვა და წლის ბოლოს დარიცხვების, შესწორებების, რეკლასიფიკაციების და დახურვების გენერირება.
  • ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადება ფასს-ის შესაბამისად.
https://andersen.ge/wp-content/uploads/2022/12/tax-service-3.jpeg

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვეს კითხვებს და გაგიწიოთ კონსულტაცია.
bt_bb_section_bottom_section_coverage_image
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია