მომსახურება
გადასახადები
გადასახადები ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის თითქმის ყველა ასპექტზე. მასთან დაკავშირებული მოულოდნელი ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია საგადასახადო კონსულტაცია მიიღოთ ბიზნეს ტრანზაქციების განხორციელებამდე. ამიტომ, პროცესების ეფექტურად წარსამართად აუცილებელია საქმიანობის სწორი დაგეგმვა და სტრატეგიის წინასწარ შემუშავება.
ჩვენ დაგეხმარებით საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებაში და ამ რისკების თავიდან არიდების გზების პოვნაში. ამგვარად, მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენი ბიზნესის ნებისმიერ გამოწვევას.
ანდერსენის გუნდი საქართველოში არის საერთაშორისო ცნობილი ფირმის, Andersen Global-ის წევრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ და კვალიფიციურ ადამიანებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.