განათლება:
ენები:
ლაშა, Andersen Georgia-ს გუნდს შემოუერთდა 2023 წელს. მანამდე, მან მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობისას.
ლაშას კარიერა იწყება შემოსავლების სამსახურიდან, სადაც მან 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობით დააგროვა ღირებული გამოცდილება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ის შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელობდა სასამართლო დავების სამმართველოს. სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდში ლაშა ზედამხედველობდა 2500-ზე მეტ სასამართლო დავას (უმეტესწილად საგადასახადო დავებს). ეს გამოცდილება ხაზს უსვამს მის უნარს, რომ ეფექტურად დაგეგმოს და მართოს საგადასახადო დავები, ასევე წარმოადგინოს კლიენტების ინტერესები როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ისე სასამართლოში.
სამსახურებრივი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებისთვის, ლაშას, რამდენჯერმე აქვს მიღებული ჯილდო (მადლობის სერტიფიკატი), ასევე, 2022 წელს შემოსავლების სამსახურში ის დასახელდა წლის თანამშრომლად.
Andersen-ში მისი სამართლებრივი პრაქტიკა მოიცავს საგადასახადო კონსულტაციებს, დავებს და საგადასახადო დაგეგმარებას.