Andersen Georgia აძლიერებს საგადასახადო და საკონსულტაციო პრაქტიკას საგადასახადო აუდიტსა და ბუღალტერიაში გამოცდილი პროფესიონალების მეშვეობით.
ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ ნინი მაღლაკელიძე და მარიამ მაჩხოშვილი. ფინანსურ, საბუღალტრო, აუდიტორულ და საგადასახადო სფეროში მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით ჩვენ კლიენტებს მაღალი დონის მომსახურებას ვთავაზობთ.
ნინი მაღლაკელიძეს, Andersen Georgia-ს საბუღალტრო მომსახურებების მიმართულების უფროს ბუღალტერს, 15 წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსებში, ბუღალტერიასა და აუდიტში. ის მუშაობდა განსხვავებული პროფილების მქონე კომპანიებში, რომლებიც ჩართული იყვნენ სამედიცინო, იმპორტის, საბანკო, ფინანსურ და ბუღალტრულ სფეროებში. ნინის აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსურ აღრიცხვაში, კონტროლსა და აუდიტში. ამასთან, მას გავლილი აქვს ACCA-ს საფეხურები მენეჯერული, აუდიტისა და ფინანსური აღრიცხვის რეპორტინგის მიმართულებებით და აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი მენეჯმენტის და ფინანსების განხრით.
მარიამ მაჩხოშვილი, რომელსაც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, Andersen Georgia-ს შემოუერთდა როგორც უფროსი საგადასახადო კონსულტანტი. სანამ ჩვენი გუნდის წევრი გახდებოდა, მარიამი იკავებდა უფროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციას ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში და ჩართული იყო და უძღვებოდა საგადასახადო აუდიტის პროცესებს და კონსულტაციებს უწევდა კომპანიის კლიენტებს. მანამდე კი მარიამმა მრავალმხრივი გამოცდილება მიიღო სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებთან ერთად საგადასახადო საკითხებზე მუშაობის შედეგად. მარიამი პარალელურად გადიოდა ტრენინგებს საგადასახადო, საბაჟო და საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით, ხოლო ამჟამად აგრძელებს სწავლას კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
Andersen Georgia მოხარულია ჩვენს გუნდში ნინი მაღლაკელიძისა და მარიამ მაჩხოშვილის შემოერთებით. ჩვენ განვაგრძობთ ზრდას და კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.
Andersen Georgia-სა და მის მიერ შემოთავაზებული სერვისების თაობაზე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს ან დაგვიკავშირდეთ.