Andersen Georgia-ს საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდს ორი ახალი წევრი შეემატა

Andersen Georgia-ს საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდს ორი ახალი წევრი შეემატა.

Andersen Georgia აგრძელებს საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდის გაძლიერებას საგადასახადო და საბუღალტრო სფეროში გამოცდილი პროფესიონალების დამატებით.

ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ თემურ ანთიძე და საბა მელანაშვილი. გვჯერა, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება ბუღალტრულ და საგადასახადო სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის შესაძლებლობებს.

თემურ ანთიძეს, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდა ბუღალტრის პოზიციაზე, აქვს ფინანსური, საგადასახადო და მენეჯერული აღრიცხვის მრავალწლიანი გამოცდილება. თემურს აქვს გამოცდილება ბუღალტრული სისტემების დანერგვაში, ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევაში, სხვადასხვა ინდუსტრიაში.

საბა მელანაშვილი Andersen Georgia-ს გუნდს უერთდება, როგორც უმცროსი საგადასახადო კონსულტანტი. საბა გამოირჩევა საქმისადმი გულისხმიერი და პროფესიონალური დამოკიდებულებით. მან იურიდიული განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ამჟამად სწავლას განაგრძობს თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, საგადასახადო სამართლის სპეციალიზაციით.

Andersen Georgia მოხარულია ჩვენს გუნდში თემურ ანთიძისა და  საბა მელანაშვილის შემოერთებით. ჩვენ განვაგრძობთ ზრდას და კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.

Andersen Georgia-სა და მის მიერ შემოთავაზებული სერვისების თაობაზე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს ან დაგვიკავშირდეთ.

კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია