განათლება
ენები
ესმა ქაროსანიძე გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. მას ბუღალტერიის, ფინანსების და საბანკო საქმეების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ესმა მუშაობდა საკრედიტო ოპერაციების სპეციალისტის, დამხმარე ბუღალტრის, ბუღალტერ-ოპერატორისა და ფინანსური მენეჯერის მოადგილის პოზიციებზე. მან ასევე გამოცდილება მიიღო შემოსავლების სამსახურში. თითოეულ მათგანში ესმა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით.
ესმას მიღებული აქვს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბანკო, საფინანსო და საგადასახადო საქმის სპეციალობით. ასევე გავლილი აქვს ACCA-ს საერთაშორისო პროგრამის სხვადასხვა საფეხურები, მათ შორის F1, F2, F3, F4, F5, F6 და F8.
ესმას პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი მისწრაფება გამოიხატება კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა კურსებში მონაწილეობით, მათ შორის ბიზნეს აკადემიური ცენტრის (BAC) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების კურსი, ასევე „SPEAK UP in Georgia“-ს ლიდერობისა და პიროვნული განვითარების და ინგლისური ენის განვითარების კურსები.