გიორგი სვანაძე

მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი

განათლება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სამართლის ბაკალავრი წარჩინებით, 2006

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სამართლის მაგისტრი, კომერციული და კერძო სამართალი, 2008, წარჩინებით

ბუცერიუსის სამართლის სკოლა და WHU Otto Beisheim Management School (გერმანია), სამართლის და ბიზნესის მაგისტრი, ორმაგი ხარისხი სამართალსა და ბიზნესში, 2009, წარმატებით

ქრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტი (გერმანია), დოქტორანტურა საერთაშორისო კერძო სამართალსა და საერთაშორისო სამოქალაქო სასამართლოში, არბიტრაჟი უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ქართული და გერმანული კანონების შესაბამისად, 2013 წ, წარჩინებით (magna cum laude)

პეისის სამართლის სკოლა (სართაშორისო კომერციული სამართლის ინსტიტუტი), (აშშ, ნიუ-იორკი), 2015, საერთაშორისო კომერციული სამართლის და საერთაშორისო დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სასერტიფიკატო პროგრამა

 

საქმიანობის სფეროები:

  • საკორპორაციო / M&A
  • საერთაშორისო ხელშეკრულებები და ტრანსაქციები
  • არბიტრაჟი და სასამართლო დავა
  • უძრავი ქონება
  • საინვესტიციო სამართალი
  • ენერგეტიკის კანონმდებლობა
  • შრომა და დასაქმება
  • საგადასახადო სამართალი

 

ენები:

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული
  • გერმანული
https://andersen.ge/wp-content/uploads/2023/06/new-1-1.jpg

გიორგი სვანაძე კლიენტებს რჩევებს აძლევს ზოგად საკოპორაციო საკითხებზე, ადგილობრივი და ტრანს სასაზღვრო კომპანიების გარიგებების სტრუქტურირებაზე. ბატონი სვანაძე ასევე სპეციალიზირებულია საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო კონტრაქტების შემუშავებაში, სამართლებრივი საკითხების შესწავლის პროცედურებში, კოლიზიურ სამართალში, კომერციულ არბიტრაჟსა და სასამართლო წარმომადგენლობაში, ლიცენზირების რეგულაციებში, კონკურენციის სამართალში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, საბანკო და საფინანსო გარიგებებში, შრომისა და დასაქმებისა და მიგრაციის საკითხებში.

გიორგი სვანაძე ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს ქართველი მოსამართლეებისთვის, ნოტარიუსებისთვის, ადვოკატებისთვის, საჯარო და კომერციული რეესტრებისთვის კერძო საერთაშორისო სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის, საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნეს სამართლის, კომპანიებისა და საკორპორაციო სამართლის, შრომისა და დასაქმების სამართლის საკითხებზე.

ანდერსენ ჯორჯიასა და ემ ჯი იურიდიული ოფისის გუნდის წევრობამდე, ბატონმა სვანაძემ მიიღო ფართო გამოცდილება Big 4 კომპანიებსა და სხვა საერთაშორისო აუდიტორული და იურიდიული ფირმების პრაქტიკის ხელმძღვანელობით. კერძოდ, ის იყო EY-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი თბილისში, საქართველოში. ის ხელმძღვანელობდა Deloitte-ის იურიდიულ პრაქტიკას, როგორც Deloitte Legal-ის უფროსი; ის ასევე იყო საქართველოში Rödl & Partner-ის უფროსი იურისტი და მისი კარიერის ადრეულ წლებში ის მუშაობდა საქართველოში მინერალური წყლის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის იურისტად. მას ასევე მიღებული აქვს პროფესიული გამოცდილება გერმანიაში ჰამბურგსა და ბერლინში საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში მუშაობისას.

კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია