Andersen Georgia განაგრძობს ზრდას ბუღალტრული მიმართულებით

Andersen Georgia განაგრძობს ზრდას ბუღალტრული მიმართულებით.

ჩვენს გუნდს შემოუერთდა ესმა ქაროსანიძე. გვჯერა, რომ ფინანსურ, საბუღალტრო, და საგადასახადო სფეროში მისი ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი კომპანიის განვითარებას.

ესმას, Andersen Georgia-ს უმცროს ბუღალტერს, აქვს 10 წლიანი გამოცდილება ფინანსებში, ბუღალტერიასა და აუდიტში. სხვადასხვა პერიოდში ესმა მუშაობდა საკრედიტო ოპერაციების სპეციალისტის, დამხმარე ბუღალტრის, ბუღალტერ-ოპერატორისა და ფინანსური მენეჯერის მოადგილის პოზიციებზე და აქვს ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მას ასევე მიღებული აქვს გამოცდილება შემოსავლების სამსახურში. თითოეულ მათგანში ესმა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს, ესმა ქაროსანიძეს და  განვაგრძობთ ზრდას და კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.

Andersen Georgia-სა და მის მიერ შემოთავაზებული სერვისების თაობაზე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს ან დაგვიკავშირდეთ.

კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია