მომსახურება

პერსონალის საკონსულტაციო და HR სერვისები

Andersen Georgia-ს მულტიდისციპლინარული ადამიანური რესურსების მართვის გუნდი გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რაც გზამკვლევად გამოადგება დამსაქმებლებს განვითარებად შრომით ბაზარზე, დაეხმარება გამოწვევების გადაჭრაში და ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
https://andersen.ge/wp-content/uploads/2022/12/tax-service-1.png
https://andersen.ge/wp-content/uploads/2019/04/img-team-2.png

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

  • HR Due Diligence-ი, აუდიტი და კონსულტაცია: ორგანიზაციის ადამიანური რესურსების პრაქტიკის საფუძვლიანი შეფასებების ჩატარება, საექსპერტო რჩევების მიწოდება ეფექტურობის, შესაბამისობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების მიზნით.
  • ორგანიზაციული კულტურა: ხელშეწყობა ისეთი პოზიტიური და ინკლუზიური სამუშაო კულტურის შექმნაში, რომელიც შეესაბამება კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებს.
  • თანამშრომლის სახელმძღვანელო: თანამშრომლებისათვის ყოვლისმომცველი სახელმძღვანელოების შემუშავება, რომელიც ასახავს კომპანიის პოლიტიკას, პროცედურებს და გაიდლაინებს და უზრუნვეკყოფს სიცხადეს და თანმიმდევრულობას ორგანიზაციაში.
  • ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და სამუშაო დრო/დასწრება: ადამიანური რესურების მართვის პროცესებთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება და თანამშრომლების სამუშაო დროისა და დასწრების მონიტორინგი.
  • აყვანის და გათავისუფლების პროცესები: ახალი თანამშრომლებისათვის აყვანის პროცესებისა და წამსვლელი თანამშრომლების დათხოვნის პროცედურების გამარტივება.
  • თანამშრომლეთა ურთიერთობა: სახელმძღვანელოსა და მხარდაჭერის შეთავაზება თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხებისა და კონფლიქტების მართვასა და გადაჭრაში.
  • კადრების მოძიება და შერჩევის მხარდაჭერა: ორგანიზაციის ღია ვაკანსიებზე საუკეთესო კადრების იდენტიფიცირება და მოზიდვა.
  • ბიოგრაფიული მოკვლევა და ნარკოლოგიური სკრინინგი: ბიოგრაფიული მოკვლევისა და ნარკოლოგიური სკრინინგის ჩატარება უსაფრთხო და საიმედო სამუშაო პროცესის უზრუნველსაყოფად.
  • შიდა დოკუმენტაციის შემუშავება: კომპანიის სპეციფიურ საჭიროებებზე მორგებული შიდა დოკუმენტაციის შექმნა.
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მართვა: დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროგრამების მართვის მხარდაჭერა.
  • ტალანტის მენეჯმენტი, დასაქმებულთა გადაადგილება, მივლინებები და საზღვარგარეთ გაგზავნა: მომავალი მმართველი პოზიციებისათვის, ორგანიზაციის შიგნით პერსპექტიული კადრების გამოვლენისა და აღზრდის სტრატეგიის დანერგვა.
  • სწავლა და განვითარება: სასწავლო პროგრამების შემუშავება თანამშრომლების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესების მიზნით.
  • ადამიანური კაპიტალის პოლიტიკისა და პროცედურების განვითარება: ადამიანური კაპიტალის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა შესაბამისობისა და საუკეთესო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად.
  • შრომის კანონთან შესაბამისობა: ორგანიზაციის მიერშრომის კანონებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა სამართლებრივი რისკების თავიდან აცილების მიზნით.
  • თანამშრომლების მოტივაციის სისტემა (ფინანსური და არაფინანსური): თანამშრომლების მოტივაციის სისტემების შექმნა, როგორც ფინანსური წახალისების ასევე არაფინანსური აღიარების გზით.
  • თანამშრომლების სარგებელი და კომპენსაცია: თანამშრომლების სარგებლისა და კომპენსაციის პაკეტების მართვა პერსპექტიული კადრების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად.
  • ბონუსების სისტემა: ბონუსების სისტემების შემუშავება თანამშრომელთა შრომის ნაყოფიერებისა და კომპანიის მიზნების შესაბამისად.
  • შრომის ნაყოფიერების შეფასების მართვა: შრომის ნაყოფიერების შეფასების მართვის სისტემების შემუშავება თანამშრომლების პროდუქტიულობისა და ზრდის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად.
  • ადამიანური რესურების პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტილებები: პროგამული უზრუნველყოფის გადაწყვეტილებების მიწოდება მართვის პროცესების გასამარტივებლად და ეფექტურობის გაზრდის მიზნი.

ამ მომსახურებების შეთავაზებით, Andersen Georgia, მიზნად ისახავს დაეხმაროს დამსაქმებლებს თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებში ნავიგაციისას , გააუმჯობესოს ორგანიზაციული კულტურა, ასევე ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას. უზრუნველყოს შესაბამისი რეგულაციების დაცვა და შექმნას თანამშრომელთათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემო.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვეს კითხვებს და გაგიწიოთ კონსულტაცია.
bt_bb_section_bottom_section_coverage_image
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია