მოკლე აღწერილობა:
საგადასახადო მენეჯერის ფუნქცია იქნება საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება, რაც მოიცავს საგადასახადო კონსულტაციებს, დაგეგმარებას და რეპორტინგს. საგადასახადო მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება მაღალი მენეჯერული რგოლის პირებთან და მოუწევს კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსურ რეგულაციებთან შესაბამისობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
- საგადასახადო დაგეგმარება კლიენტების საგადასახადო ტვირთვის მინიმიზაციის მიზნით.
- საგადასახადო კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი.
- საგადასახადო შემოწმების პროცესში, ასევე, საგადასახადო ორგანოსთან სხვა სახის ურთიერთობაში კლიენტების დახმარება.
- საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება კომპანიის შიდა მომხმარებლისთვის, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
- საგადასახადო დავებში კლიენტების დახმარება.
- დავალების შესაბამისად, სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიულ, ბუღალტრულ ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- 3 წლის მუშაობის გამოცდილება საგადასახადო სფეროში.
- საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა.
- გამოცდილება საგადასახადო კონსულტაციასა და დაგეგმარებაში.
- ძლიერი ანალიტიკური უნარები.
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
- ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი.
- ინგლისურად საუბრის და წერის კარგი უნარები.
- საგადასახადო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგებსა და კურსებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.