განათლება
ენები
გიორგი ხანჯალიაშვილს აქვს საგადასახადო სამართლის სფეროში საქმიანობის, საგადასახადო დავების გადაწყვეტისა და იურიდიული კონსულტაციის მდიდარი გამოცდილება. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მიღებული მრავალფეროვანი გამოცდილებით გიორგი სიღრმისეულად იცნობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებს.
სანამ გიორგი 2023 წელს Andersen Georgia-ს შემოუერთდებოდა, მას მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც მან შეძლო მისი უნარებისა და გამოცდილების მაღალ დონეზე დახვეწა. 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე გიორგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, სადაც მან შეიძინა საგადასახადო დავების გადაწყვეტის პრაქტიკული ცოდნა და დავის განმხილველი ორგანოების მუშაობის სპეციფიკა.
ამის შემდგომ, 2020 წლის თებერვლიდან ამავე წლის ნოემბრამდე გიორგი იურისტად მუშაობდა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში. ამ დროის განმავლობაში, გიორგიმ კომპანიას დაეხმარა არაერთი სამართლებრივი საკითხის გადაჭრაში და წარმატებით გაუძღვა რამდენიმე პროექტს. გიორგი წარმოადგენდა კომპანიის ინტერესებს კლიენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებებში, ასევე სამართლებრივ დავებში როგორც საერთო სასამართლოებში, ისე არბიტრაჟში.
2020 წლის ნოემბრიდან Andersen Georgia-ს გუნდში შემოერთებამდე გიორგი იკავებდა უფროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციას ე.წ. დიდი ოთხეული აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთ კომპანიაში, EY-ში. აქ მუშაობისას გიორგი საერთაშორისო კომპანიებს უწევდა საგადასახადო კონსულტაციას, რაც მათ შორის მოიცავდა მათ დახმარებას წინასწარი გადაწყვეტილებების მოპოვებასა და კლიენტების ინტერესების დაცვას საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოებსა და სასამართლოში. გიორგი ეხმარებოდა კლიენტებს საერთაშორისო ტრანზაქციების დაგეგმვაში და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო და საბაჟო რეგულირების უკეთ გაგებაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგიმ წარმატებით დაამთავრა EY-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის აკადემია.
პროფესიული საქმიანობის გარდა, გიორგი ასევე იკავებს ლექტორის ასისტენტის პოზიციას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც იგი მაგისტრატურის სტუდენტებს 2021 წლის მარტიდან უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას საგადასახადო სამართალში.