ეკატერინე ჯანაშია

საგადასახადო პროფესიონალი / კონსულტანტი

განათლება

  • სამართლის მაგისტრი საგადასახადო სფეროში, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი – მიმდინარე
  • ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 2019-2022 წწ
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი – 2015-2019 წწ

ენები

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული

2022 წლიდან ეკატერინე ჯანაშია არის საგადასახადო პროფესიონალი/კონსულტანტი ანდერსენ საქართველოს საგადასახადო ოფისში, სადაც ის ორიენტირებულია როგორც ციფრული ტრანზაქციების/აქტივების და ფინანსური ინსტრუმენტების დაბეგვრაზე, ასევე სხა მნიშვნელოვან საგადასახადო საკითხებზე. ეკატერინეს აქვს ფართო გამოცდილება საგადასახადო დავების გადაწყვეტის სერვისებში სხვადასხვა ინდუსტრიაში, რაც მოიცავს საგადასახადო დავის საქმეების ანალიზს, მათთან დაკავშირებული არგუმენტების შემუშავებასა და საგადასახადო მოთხოვნების მომზადებას; საგადასახადო დავების განხილვას, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში.

ანდერსენში მოსვლამდე ეკატერინემ დიდი გამოცდილება დააგროვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, რამდენიმე წელი იყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის (GRS) იურიდიული დეპარტამენტის იურისტი და მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში. იგი ასევე მუშაობდა ქართულ იურიდიულ ფირმებში უმცროს სპეციალისტად. უნივერსიტეტებში სწავლის დროს იგი მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა ეროვნული და საერთაშორისო ტრენინგები, იმიტირებული სასამართლოები და სხვა იურიდიული ღონისძიებები.

გარდა ამისა, ეკატერინე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და მოქმედი მედიატორი.

https://andersen.ge/wp-content/uploads/2023/06/ekaterine-janashia-team-inside.jpg
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია