Andersen Georgia აფართოებს პერსონალის საკონსულტაციო და ადამიანური რესურსების (HR) სერვისებს და მიესალმება ამ მიმართულების ახალ ხელმძღვანელს

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი Andersen Georgia-ს პროფესიონალთა გუნდს შემოუერთდა ნინო მესაბლიშვილი. ნინოს აქვს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვაში, ასევე დიდი გამოცდილება, ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის შესაძლებლობას, გამორჩეული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. მისი უნარები ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში,  მას ანდერსენის საკვანძო აქტივად აქცევს, რადგან, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას.

ნინო მესაბლიშვილი Andersen Georgia-ს გუნდში უხელმძღვანელებს პერსონალის  საკონსულტაციო და ადამიანური რესურსების სერვისების მიმართულებას. მას აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება, სხვადასხვა ინდუსტრიებში ადამიანური რესურსების რესტრუქტურიზაციის პროცესების წარმართვაში. ნინოს გამოცდილება მოიცავს:

  • HR მიმართულების ხელმძღვანელობას – Tegeta Motors-ში (ავტომომსახურების სფეროში წამყვანი კომპანია).
  • HR დირექტორის პიზიციას – საერთაშორისო სასტუმროების ქსელ – Hilton-ში.
  • ბიზნესის და ორგანიზაციის განვითარების დირექტორის პოზიციას – CMC (სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია).

ნინოს აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტსა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მრავალპროფილურ პროფესიონალთა გუნდს ნინო მესაბლიშვილი შემოუერთდა “, ამბობს გიორგი სვანაძე, კომპანიის მმართველი პარტნიორი. „პანდემიამ და პროფესიონალთა დეფიციტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შრომის ბაზარზე. ნიჭიერი კადრების მოსაძიებლად დამსაქმებლებმა დაიწყეს მოქნილი სამუშაო გრაფიკის და ანაზღაურების განსხვავებული სტრუქტურების შეთავაზება. დღეს, დამსაქმებლებისათვის პრიორიტეტულია ისეთი საკითხები როგორიცაა მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, სამუშაოს ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა, დასაქმებულთა კმაყოფილება, პერსონალური ინფორმაციის დაცვა და კიბერუსაფრთხოება. ეკონომიკის გლობალიზაციასთან ერთად, უამრავი კომპანია ქირაობს უცხოელ კადრებს ან აგზავნის თავიანთ თანამშრომლებს საზღვარგარეთ.

ამ გამოწვევების გადასაჭრელად, Andersen Georgia-მ დანერგა პერსონალის საკონსულტაციო და ადამიანური რესურსების მართვის მრავალმხრივი მიმართულება. ჩვენი მომსახურება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ყოველდღიური ხელშეწყობა შრომის კანონმდებლობასთან და გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გთავაზობთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს რესტრუქტურიზაციის პროცესში წარმოქმნილ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანური რესურსების აუდიტი და ე.წ. HR Due Diligence-ი, სადაზღვევო და საპენსიო მიმარულებები, ბიზნეს პროცესების დანერგვა-იმპლემენტაცია და მხარდაჭერა.

მსოფლიო მასშტაბით Andersen Global-ის წევრ კომპანიებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, Andersen Georgia-ს გუნდი კლიენტებისთვის წარმოადგენს საიმედო პარტნიორს იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია დასაქმების პოლიტიკის მართვასთან.“

Andersen Georgia მიესალმება ჩვენს გუნდში ნინო მესაბლიშვილის შემოერთებას. მისი ფასდაუდებელი ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს ჩვენს კომპანიას საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს კლიენტებს. ადამიანური რესურსებისა და ურთიერთობების სფეროში ნინოს შთამბეჭდავი გამოცდილება უდავოდ წაადგება კომპანიის მზარდ წარმატებას, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

Andersen Georgia-სა და მის მიერ შემოთავაზებული მომსახურების თაობაზე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს, https://andersen.ge/, https://global.andersen.com/,, ან დაგვიკავშირდეთ – info@ge.andersen.com.

 

კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია