ნინო მესაბლიშვილი

პერსონალის საკონსულტაციო და ადამიანური რესურსების (HR) სერვისების ხელმძღვანელი

განათლება

  • MBA ზოგად მენეჯმენტში, CSB (კავკასიის ბიზნესის სკოლა) – 2008 – 2011 წ.
  • სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი (წარჩინებით), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2003-2007 წწ.

ენები

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული

ნინო მესაბლიშვილი Andersen Georgia-ს გუნდში ხელმძღვანელობს პერსონალის საკონსულტაციო და ადამიანური რესურსების (HR) სერვისებს. ნინოს, HR სფეროში დაგროვილი აქვს 15 წლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სექტორის წამყვან კომპანიებში. კერძოდ, მისი გამოცდილება მოიცავს HR გუნდის ხელმძღვანელობას Tegeta Motors-ში, Borjomi Mineral Water Company-სა და Hilton Batum-ში. გარდა ამისა, ნინოს ასევე ეკავა Hilton Batum-ის საოპერაციო დირექტორისა და Hilton Garden Inn Chavchavadze-ის გენერალური მენეჯერის პოზიციები. აღსანიშნავია მისი როლი ბათუმისა და თბილისის ორივე სასტუმროს გახსნაში. ასევე, ნინომ ღირებული გამოცდილება დააგროვა კომპანია CMC-ის (Construction Management & Consulting) ორგანიზაციული და ბიზნეს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას.

პროფესიული გამოცდილების გარდა, ნინოს ასევე აქვს აკადემიური საქმიანობის პრაქტიკაც. კერძოდ, ის თავის ცოდნას უზიარებდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისსა და ბათუმში. ნინო ასევე ასწავლიდა ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, უმეტესად ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს.

2020 წლიდან ნინო ნაწილობრივ იყო ჩართული HR კონსულტირების მიმართულებაში. უმეტესად მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ HR-ს, რეკრუტირებას და HR ადმინისტრირებას.

სასტუმრო მომსახურების სექტორში ნინო იყო HR დეპარტამენტის გამორჩეული ხელმძღვანელი. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ სექტორში HR სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და იმპლემენტაციაში. მისი სპეციალიზაცია ასევე მოიცავს მოტივაციის ასამაღლებელი სხვადასხვა პროექტების შემუშავებას, მაგალითად, სტიმულირების არაფინანსური მექანიზმების შექმნას, ასევე, მენეჯერებისა და გუნდის წევრებისთვის საბონუსე სისტემის ჩამოყალიბებას. HR სფეროში კრეატიული და წარმატებული პროექტების განხორციელებისთვის ნინოს მიღებული აქვს რამდენიმე საპატიო ჯილდო HILTON EMEA-ს რეგიონში.

https://andersen.ge/wp-content/uploads/2023/08/nino-mesablishvili.jpg
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგვიმეგობრდით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.
კონტაქტი
ჩვენ მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვისაუბროთ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
მოგვყევით
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში.

ყველა უფლება დაცულია

ყველა უფლება დაცულია